ირაკლი ნადირაძე - გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში, არის ხელისუფლების დაკვეთა

გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში არის ხელისუფლების დაკვეთა, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის ცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არც გამოძიებას დაიწყებს აღნიშნულ ფაქტზე და არც არავის დასჯიან.

„გამოძიების არ დაწყება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ძალადობრივი ფაქტები, თავდასხმები რუსულ სტილში არის ხელისუფლების დაკვეთა და შემსრულებლებიც არიან ოლიგარქ ივანიშვილის წარმომადგენლები შსს, სუს-ი, „ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“. შესაბამისად, ისინი არც დაიწყებენ გამოძიებას და არც არავის არ დასჯიან, რადგან ეს ყველასთვის მაგალითი იყო, რომ თუ ვინმე განსხვავებულ აზრზე იქნება, თუ ვინმე გააპროტესტებს რუსულ კანონს, ყველას ასე დასჯიან, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ, კიდევ უფრო მეტი ბრაზია ხალხში, კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და ყველა შემდგომი გამოსვლა ქუჩაში იქნება უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს