გია ჯაფარიძე - ტვინის შერყევა მაქვს, ასევე ბევრ ადგილას დაჟეჟილობა - ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, მაგრამ ამისი არ გვეშინია

„ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარი გია ჯაფარიძე, რომელსაც უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ აღნიშნავს, რომ მას ტვინის შერყევა და სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება.

როგორც ის აღნიშნავს, ლაჩრული ჩასაფრება მოუწყვეს, რაც ხელისუფლების მხრიდან იყო ორგანიზებული.

„ტვინის შერყევა მაქვს, ასევე ბევრ ადგილას დაჟეჟილობა. ხანდახან უნდა გაილახო სამშობლოსთვის ეს არაა პრობლემა, ამით ვერავის შეაშინებენ. ეს იყო ლაჩრული ჩასაფრება, რასაკვირველია, ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, მაგრამ ამისი არ გვეშინია. ისევ იმავეს გავიმეორებ, არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს!

მე დავიბადე საბჭოთა კავშირში. ბავშვობიდან აქტიური ვიყავი საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, კომუნისტების არ მეშინოდა. არ მგონია, სერგო ორჯონიკიძეების, მამია ორახელაშვილებისა და ფილიპე მახარაძეების ჩინურმა ვერსიებმა შეგვაშინოს. ბრძოლა გრძელდება, უნდა ვიყოთ მტკიცე და დაუღლელები, ეს დაშინების მცდელობაა, მაგრამ გარწმუნებთ ვერ შეგვაშინებენ“, - აღნიშნავს ჯაფარიძე „მთავარი არხისთვის“ გაგზავნილ ვიდეოკომენტარში.

ცნობისთვის, „ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს, გია ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება კვლევები. ამასთან, გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან დაესხნენ თავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება