ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

ქუთაისში, თეთრ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამ ფორმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გააპროტესტეს. შეკრებილების თქმით, ეს არის გზავნილი ქუთაისიდან. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონი, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.

დღესვე აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ.

"პროტესტი გრძელდება და გადავწყვიტეთ, დღეს სხვა ფორმით გამოგვეხატა. თეთრ ხიდზე გადავფინეთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე პლაკატი "არა რუსულ კანონს". ამ ფორმით მოვუწოდეთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი. არ დავიღლებით, ვიდრე მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ასევე, გაგრძელდება მსვლელობა ქალაქის ქუჩებში, რომ მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენი მოთხოვნა" , - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება