ევროკავშირის ელჩი - ძალიან მეამაყება, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ამავდროულად, ნამდვილად შეშფოთებული ვარ ბოლო დროის მოვლენებით, რომლებმაც რაღაცები უსარგებლოდ გაართულა - ჯერ კიდევ არის დრო, წინ წავიწიოთ

ძალიან მეამაყება, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ, ამავდროულად, ნამდვილად შეშფოთებული ვარ, ბოლო დროის მოვლენებით, რომლებმაც რაღაცები უსარგებლოდ გაართულა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პრობლემა მოგვარდება, რადგან კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს. ჰერჩინსკის თქმით, იმედი აქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა ის კანონად არ იქცეს.

დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანამ 9 ნაბიჯის შესრულება დააჩქაროს.

"ძალიან მეამაყება, რომ ამ [ევროპის დღეს] აღვნიშნავთ, მაგრამ, ამავდროულად, ნამდვილად შეშფოთებული ვარ, განსაკუთრებით ბოლო დროის მოვლენებით, რომლებმაც რაღაცები უსარგებლოდ გაართულა. ჯერ კიდევ არის დრო, რომ წინ წავიწიოთ. როგორც იცით, ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და ევროპული ინტეგრაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდეს - გახსნას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს უკვე მოხდა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ასე რომ, უნდა დავეწიოთ, ეს ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ. ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მთავრობასთან, რათა ეს მოხდეს. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. მაგრამ ამისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, რაც უკვე არაერთხელ ითქვა ყველა ევროპელი ლიდერის მიერ. ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ევროპულ ღირებულებებს და გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ყველა შესაძლო პროცედურის გამოსაყენებლად, რათა ეს კანონად არ იქცეს. ამავდროულად, 6 თვე გავიდა გაფართოების შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებიდან და საქართველოს 9 ნაბიჯი მოეცა შესასრულებლად, რათა წინ წაწეულიყო. დაჩქარება გვჭირდება 9 ნაბიჯის შესრულებაზე", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში