პაველ ჰერჩინსკი - იმედი ვიქონიოთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ იქნება მიღებული და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა არ მოგვიწევს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, გზა იქნება ნაპოვნი, რომ კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, მალე ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი და კვლავ იმედი გამოთქვა, რომ კანონი დღევანდელი ფორმით არ იქნება მიღებული.

"ხმამაღლა და ნათლად ვთქვით, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ გზა იქნება ნაპოვნი, რომ ეს კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს თავისი იურიდიული მოსაზრება წარედგინა. ძალიან მალე ველით ამ იურიდიული მოსაზრების გამოქვეყნებას, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო პროცედურები იქნება ნაპოვნი, რათა ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ იქნას მიღებული", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამასთან ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირს არ მოუწევს შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა.

"რაც შეეხება მოვლენების შესაძლო ნეგატიურ განვითარებებს, ძალიან მწყდება გული, რომ საერთოდ მისვამთ ამ კითხვას. აქ იმისთვის ვართ, რომ დავრწმუნდეთ, რომ საქართველო წარმატებულია, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს ევროკავშირში წევრობისკენ მის გზაზე, რაც ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ასე რომ, ამ მომენტისთვის იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული და ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ნეგატიური რეაქციების განხილვა არ მოგვიწევს", - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს