პაველ ჰერჩინსკი - კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ - არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იქნას მიღებული.

"ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან, პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად განვიხილავთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამ კანონის არ მისაღებად, რათა შედეგების განხილვა არ მოგვიწიოს. ამავდროულად, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრს სახელმწიფოსთან ერთან, მოუწევთ რეაგირება და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, ვინაიდან საბოლოო ჯამში ჩვეულებრივ ხალხს, თითოეულ პიროვნებას ნეგატიურად შეეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ ამ ნეგატიურ ეტაპზე არ გადავალთ", - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს