თამარ კორძაია - ერთადერთი პარტია, რომელიც ევროპის დღის ღონისძიებას არ ესწრება, „ქართული ოცნებაა“ - ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც კი ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ მომავალს

ჩვენ არ დავთმობთ ერთ ნაბიჯზეც კი ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ევროპულ მომავალს, ვიქნებით მტკიცედ და ერთიანად ევროპული ღირებულებების და საქართველოს დაცვის სადარაჯოზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ რუსთაველის თეატრის წინ ქალი დეპუტატების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ კორძაიას შეფასებით, ხელისუფლებას არ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა და გადასულია ტერორსა და ძალადობაზე.

„დღეს რუსთაველის თეატრში აღვნიშნავთ ევროპის დღეს. ევროკავშირის ელჩმა მოიწვია ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ ერთადერთი პარტია, რომელიც ამ ღონისძიებას, ევროპის დღეს არ ესწრება, ეს არის „ქართული ოცნება“. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ევროპის დღე ძალიან დიდი დღეა, ჩვენ ვერ აღვნიშნავთ ამ დღეს იმის თქმის გარეშე, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან გამოუცხადა ტერორი საკუთარ მოქალაქეებს. გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა. უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორზე, ძალადობაზე. დავინახეთ, რომ შსს მინისტრი აბსოლუტურად ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას და დაკავებულია პოლიტიკური შურისძიებით იმიტომ, რომ იოლად ახერხებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების იდენტიფიცირებას, მაგრამ ვერ ახდენს იმ მოძალადეების იდენტიფიცირებას, რომელიც პოლიტიკური პარტიების, აქციის მონაწილეების დევნას და ცემას ახორციელებენ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება