პაველ ჰერჩინსკი - ვხედავთ ძალადობას, ცემას, ეს უნდა შეწყდეს - ასეთი ქმედებების ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა, განსაკუთრებით ისეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს

დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ფორმის დაშინება, მუქარა, ძალადობა უნდა შეწყდეს.

"ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო: ნებისმიერი ფორმის დაშინება, ნებისმიერი მუქარები და ნებისმიერი ძალადობა ნებისმიერ ვითარებაში აბსოლუტურად, აბსოლუტურად მიუღებელია, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რაც გენერალურმა დირექტორმა კოოპმანმა თქვა თავისი ვიზიტის დასასრულს: "ტემპერატურა უნდა დაიწიოს, სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს, საქართველოს ინტერესებშია წინ წაიწიოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე". დაშინებების, მუქარების, ძალადობის ადგილი არაა არცერთ დემოკრატიაში, და საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, ასე რომ, ეს სრულიად მიუღებელია", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია მწვავედ დგას.

"სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ პოლარიზაცია საქართველოში განსაკუთრებით მწვავეა. ამას, სამწუხაროდ, ყოველ ღამე ვუყურებთ ჩვენს სატელევიზიო ეკრანებზე. არის ცნობები დაშინებების შესახებ, ზარები ხორციელდება სხვადასხვა ადგილებიდან სხვადასხვა ადამიანებთან მუქარებით. ვხედავთ ძალადობას, ვხედავთ ცემას, ეს უნდა შეწყდეს. ასეთი ქმედებების ადგილი არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არაა, განსაკუთრებით კი ისეთში, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება