ირაკლი კობახიძე - გულწრფელ ახალგაზრდებს ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ - 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი

ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღია წერილში საუბრობს, რომლითაც, მისი თქმით, „გულწრფელ ახალგაზრდებს“ მიმართავს.

მთავრობის მეთაური მიმართავს ყველა გულწრფელ ახალგაზრდას, რომელიც არასწორ გზას ადგას, რომ კრიტიკულად შეხედონ თავიანთ ნაბიჯებს, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვან. „2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ამასთან, პრემიერი აღნიშნავს, რომ „2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით იმოქმედებს, რომელიც მისი განმარტებით, „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად მხარს უჭერს.

„გპირდებით, ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს