საქართველოს ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოების თანადგომით, თურქეთის ფსიქიატრიულ მეცნიერებათა და კვლევების ასოციაცია, 13-14 მაისს, ბათუმში გასვლით სიმპოზიუმს გამართავს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თანადგომით, თურქეთის ფსიქიატრიულ მეცნიერებათა და კვლევების ასოციაცია 2024 წლის 13-14 მაისს ბათუმში გასვლით სიმპოზიუმს გამართავს.

საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტის ნინო ოკრიბელაშვილის განცხადებით, თურქეთის ფსიქიატრიულ მეცნიერებათა და კვლევების ასოციაცია ატარებს და ხელს უწყობს კვლევებს ფსიქოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

„ამ ასოციაციის მიზანია ფსიქიკური და ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტების მხარდაჭერა როგორც მატერიალურად, ისე მორალურად, რათა მათ დაიბრუნონ ჯანმრთელობა მეცნიერულად დასაბუთებული საშუალებებით და შემოსავლის დიდი ნაწილი დახარჯონ საკუთარი მიზნების შესაბამისად.

2024 წლის 13-14 მაისს ორგანიზაცია ატარებს გასვლით სიმპოზიუმს ბათუმში, რაც საშუალებას მისცემს პროფესორ ოღუზ კარამუსტაფალიოღლუს და სხვა თურქ ფსიქიატრებს, მომავალი თანამშრომლობის მიზნით, კონტაქტი დაამყაროს ქართველ კოლეგებთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://pibad.org/

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება