ლევან ხაბეიშვილი - პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, შიგნით უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია და ხელისუფლება - არანაირი ლეგიტიმური უფლება ილაპარაკოს მოქალაქეებზე, მას არ აქვს

პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება. ამიტომ არანაირი ლეგიტიმური უფლება ილაპარაკოს მოქალაქეებზე, ამ ადამიანს არ აქვს, - ამის შესახებ „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც ის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს პოლიტიკურად მოტივირებულებს უწოდებს.

„პრემიერი არის არალეგიტიმური, რადგან მის მოქალაქეებს ქუჩებში დასდევენ, სახლებთან ხვდებიან, სახლებში უვარდებიან და ამას აორგანიზებს კობახიძე, მისი პარტია, მისი ხელისუფლება. მის მიერ შემოტანილ კანონს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობა, ეწინააღმდეგებიან ჩვენი პარტნიორები და არავის უნდა ეს კანონი. ასევე, ის არღვევს კონსტიტუციას, როდესაც საქართველოს ევროპულ კურსს ცვლის და 29 აპრილს ეს მისმა ბატონმა, ივანიშვილმა ღიად განაცხადა. ამიტომ არანაირი ლეგიტიმური უფლება, ილაპარაკოს მოქალაქეებზე, ამ ადამიანს არ აქვს. სანამ დროა გონს მოეგონ და ეს კონკრეტული დანაშაულები შეწყვიტონ და კონკრეტული დამნაშავეები მისცენ პასუხისგებაში. თუ ამას არ აკეთებენ, უნდა ესმოდეთ, რომ უბრალოდ სამართლებრივად საქმეს კიდევ უფრო მეტად იმძიმებენ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონო დავალებას ასრულებს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს