გურამ მაჭარაშვილი - ძალიან კარგი მაგალითია მოყვანილი, როცა 29 წლის ბერბიჭაშვილმა მოკლა 60 წლის ილია ჭავჭავაძე - რა ვქნათ ახლა გავამართლოთ, რომ ის ახალგაზრდა იყო და ის მოხუცი?!

ძალიან კარგი მაგალითია მოყვანილი, როცა 29 წლის ბერბიჭაშვილმა მოკლა 60 წლის ილია ჭავჭავაძე - რა ვქნათ ახლა გავამართლოთ, რომ ის ახალგაზრდა იყო და ის მოხუცი? - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პრემიერის მიერ გამოქვეყნებული წერილის შეფასებისას განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ასაკი ინდულგენცია არ არის და არცერთი ასაკის წარმომადგენელს არ აქვს უფლება, რომ მხოლოდ იმან ისაუბროს მთლიანი საზოგადოების სახელით.

„პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძის ამ წერილში ნამდვილად იგრძნობოდა ის გულწრფელობა, რა გულწრფელობითაც ის მიმართავს საზოგადოების ყველა წევრს, ყველა ასაკის წარმომადგენელს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს. უნდა ითქვას, რომ ასაკი ინდულგენცია არ არის. არც შუა ხნის ასაკის მქონდე, არც გადაცილებულ და არც ახალგაზრდა ადამიანებს არ აქვთ უფლება, რომ მხოლოდ იმან ისაუბროს მთლიანი საზოგადოების სახელით. ისტორიაში გვახსოვს თაობათა შორის დაპირისპირებები. ზუსტად ამ ადგილზე იდგნენ ის ახალგაზრდები, მათ შორის მეც, რომლებიც ვითხოვდით დამოუკიდებლობას. პარადოქსია, მაგრამ დღეს პირიქით ხდება - ვითხოვთ სხვაზე დამოკიდებულებას, არა სუვერენიტეტის დაცვას, არამედ მის შეზღუდვას. აქედან გამომდინარეობს ზუსტად პრემიერის ეს წერილი, რომ არ შეიძლება ასაკის მიხედვით მოვახდინოთ სტიგმატიზაცია და ძალიან კარგი მაგალითია მოყვანილი, როცა 29 წლის ბერბიჭაშვილმა მოკლა 60 წლის ილია ჭავჭავაძე. რა ვქნათ ახლა გავამართლოთ, რომ ის ახალგაზრდა იყო და ის მოხუცი? ეს მაგალითი, რომ ახალგაზრდა ბერბიჭაშვილმა მოკლა მოხუცი ილია ჭავჭავაძე, არის ნათელი იმისა, რომ მხოლოდ ასაკით არ შეიძლება განისაზღვროს რა მართალია და რა არასწორი”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გულწრფელ ახალგაზრდებს“ ღია წერილით მიმართავს. პრემიერი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე „კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები აქტიურობენ“, თუმცა, აღნიშნავს, რომ აქციებში გულწრფელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ. პრემიერის თქმით, საპროტესტო აქციებში სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, მათი დიდი ნაწილი კი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან. პრემიერი აღნიშნავს, რომ ისინი მოქმედებენ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს უჭერს მხარს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო