„ნაციონალური მოძრაობა“ - სოლიდარობას ვუცხადებთ გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თანამემამულეებს - საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! - ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!

გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თითოეულ ჩვენ თანამემამულეს. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ: საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება! - აღნიშნულის შესახებ განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.

პარტია აღნიშნული განცხადებით ეხმაურება, მათ შორის აქტივისტების დაკავებას ჭავჭავაძის გამზირზე.

„ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურ დევნასა და რეპრესიებს აქტიურად აგრძელებს. გუშინ საღამოს ყველამ ნათლად ვიხილეთ სამხედრო ექსპერტ უჩა აბაშიძის მიმართ განხორციელებული ყოვლად სამარცხვინო ე.წ. საგამოძიებო მოქმედებები. ყველასთვის ნათელია, რომ მისი დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნითაა ნაკარნახევი. ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ მათ ეზოში მობილიზებული ე.წ. ზონდერ დაჯგუფებები, რომლებიც ტელეკომპანიის თანამშრომლებისა და მიწვეული სტუმრების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას აპირებდნენ. აგრეთვე, გუშინ საღამოს ივანიშვილის „ტიტუშკები“ პოლიტიკოსებს თავს დაესხნენ - ბორის ჩელე ყურუასა და ნოდარ ჩაჩანიძეს. ამასთანავე, ჭავჭავაძის გამზირზე არაერთი მშვიდობიანი დემონსტრანტი უკანონოდ დააკავეს, რომელთა დიდ ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. "რუსული ოცნების" მიერ დაორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ჩვენი თანამოქალაქეების ტერორი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ, გუშინ დაზარალებულ და დაკავებულ თითოეულ ჩვენ თანამემამულეს. კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვამბობთ: საქართველო რუსეთი არასდროს იქნება! ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!” - წერია განცხადებაში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს