ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენმდივანი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაზრდის პოლარიზაციას და დაპირისპირებას - უნდა მოვერიოთ ამბიციებს და ვთქვათ, რომ კანონი უკან გაიწვიონ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას. აბსოლუტურად გულისტკივილით და წუხილით გეტყვით, რომ არავინ არ დარჩება მოგებული არც ხელისუფლება, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, არც რიგითი მოქალაქე. ყველა, მთელი ქვეყანა დავზარალდებით - უნდა მოვერიოთ ჩვენს პირად გადაწყვეტილებებს და ამბიციებს და უნდა ვთქვათ, რომ კანონი უკან უნდა გაიწვიონ, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ ბიზნესასოციაციების მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, “კანონის მიღებამდე რეალურად უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე გაიზარდა და კატასტროფულ სახეს იღებს პოლარიზაცია. შესაბამისად, ეს უნდა შეწყდეს”.

„კანონი, რომელმაც უდიდესი მღელვარება გამოიწვია საზოგადოებაში, პირდაპირ გეტყვით, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოიტანს. ეს ჩემი მოსაზრებაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას. აბსოლუტურად გულისტკივილით და წუხილით გეტყვით, რომ არავინ არ დარჩება მოგებული არც ხელისუფლება, არც პოზიცია, არც ოპოზიცია, არც რიგითი მოქალაქე. ყველა, მთელი ქვეყანა დავზარალდებით, ვინაიდან მუდმივ მძიმე რეჟიმით უწევს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება. შესაბამისად, ჩვენ რაღაც რესურსიც გავწურეთ, იქნება ეს ადამიანური თუ ფსიქოლოგიური რესურსი, ეს არის მოქალაქეების დამოკიდებულება ყველაფერი იმისადმი, რაც ხდება. ამიტომ, რომ არ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი დაპირისპირება, რომ არ მოხდეს პოლარიზაცია, ჩვენ მივმართეთ 17 აპრილის განცხადებით პარლამენტს, რომ ყურადღებით აწონდაწონოს ის რისკები, რაც შეიძლება კანონის მიღებას მოჰყვეს. ჩვენ ვნახეთ, რომ კანონის მიღებამდე რეალურად უკვე დაიძაბა სიტუაცია, უკვე გაიზარდა და ვიტყოდი, კატასტროფულ სახეს იღებს პოლარიზაცია. შესაბამისად, ეს უნდა შეწყდეს. ეს არის ჩვენი, როგორც მოქალაქეების, ასევე ბიზნესასოციაციების მოსაზრება. ჩვენ არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნით, მხოლოდ იმ ადამიანების ნაწილს, რომელსაც სჭირდება ქვეყნის განვითარება და თავისუფლება. უნდა მოვერიოთ ჩვენს პირად გადაწყვეტილებებს და ამბიციებს და უნდა ვთქვათ, რომ კანონი უკან უნდა გაიწვიონ”,- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

პრესკონფერენციაში სხვადასხვა ქართული და უცხოური ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. თითოეულმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საჭიროა, რომ ის უკან გამოიწვიონ.

ამასთან, კითხვაზე არიან თუ არა პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი ბიზნესასოციაციები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე მიწვეული, ზვიად ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ არა.

„ჩვენ, როგორც ბიზნესასოციაციები მიწვეულები არ ვართ, როგორც მივხვდი ბიზნესკომპანიებთან არის შეხვედრა და არა ასოციაციებთან”,- განაცხადა ჭუმბურიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში