ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ევროკავშირში გაწევრიანება არის უდიდესი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, თუ ამ კანონს მიიღებენ, ეს შესაძლებლობა გაქრება

ვფიქრობ, ამ კანონის შეთავაზება, რომ უცხოური ჩარევა დასავლელი მოკავშირეებისგან პოტენციურად ცუდია, აუცილებლად გადადებს ბევრ უცხოურ ინვესტიციას, - ამის შესახებ ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორჯ ველტონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაციები და როგორც წესი, არ ვაკეთებთ ასეთ განცხადებებს, მაგრამ იმის გამო, რაც ახლა ხდება, იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ. ამ კანონს, მიღების შემთხვევაში, ძალიან ნეგატიური შედეგები ექნება ბევრ პროგრამაზე, რომელიც საქართველოში ხორციელდება ორგანიზაციების მიერ“, - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ბევრი პროგრამა ხორციელდება განათლების, კულტურის, ტურიზმის სფეროში და არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, დადებითი შედეგები მოაქვს ქვეყნისთვის და კანონის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა მათი გაგრძელება ძალიან რთული აღმოჩნდეს.

„ვფიქრობ, ამ კანონის შეთავაზება, რომ უცხოური ჩარევა დასავლელი მოკავშირეებისგან პოტენციურად ცუდია, აუცილებლად გადადებს ბევრ უცხოურ ინვესტიციას და ვფიქრობ, უცხოური ინვესტიციები და ექსპერტიზა არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა საბანკო სექტორში, ტურიზმში, ტრანსპორტში, ლოჯისტიკაში და ა.შ.“, - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისივე თქმით, კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსაც. „ევროკავშირში პოტენციური გაწევრიანება არის ქვეყნის გარდაქმნის უდიდესი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა წინ უფრო სწრაფად წაწიოს, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, ცხოვრების უმაღლესი სტანდარტები და უკეთესი შესაძლებლობა ჩვენი შვილებისთვის და თუკი ამ კანონს მიიღებენ, ეს შესაძლებლობები გაქრება“, - აღნიშნა ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო