სამოქალაქო აქტივისტი - სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწოდა მაქსიმალური აქტივიზმისკენ, უწყვეტი პროტესტებისკენ და მობილიზებისკენ არჩევნებისთვის - პრეზიდენტთან შეხვედრის თემა მიმდინარე მოვლენებში ახალგაზრდების ჩართულობა იყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტთან მიმდინარე მოვლენებზე, არჩევნებზე, კოალიციურ მთავრობაზე და პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს.

„ძირითადი თემა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი განწყობით არის ევროპა, ასევე, ევროპის მხარდაჭერაზე. ვისაუბრეთ მიმდინარე მოვლენებზე, არჩევნებზე, კოალიციურ მთავრობაზე და პრეზიდენტის მხრიდან მხარდაჭერაზე. მოგვიწოდა მაქსიმალური აქტივიზმისკენ, უწყვეტი პროტესტებისკენ და მობილიზებისკენ არჩევნებისთვის. კერძოდ, მან მოგვიწოდა გაგვეგრძელებინა ის, რასაც ვაკეთებთ უკვე 20 დღეზე მეტია. შეხვედრის თემა იყო - ზოგადად ახალგაზრდების მნიშვნელობა მიმდინარე მოვლენებში”, - განაცხადა აქტივისტმა, ლუკა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, მოძრაობა „დაფიონის“ წევრის, ზვიად ცეცხლაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს რა რესურსიც გააჩნია, იმ რესურსის მხარდაჭერას ახალგაზრდებს უცხადებს.

„ზოგადად, შეხვედრა არსებულ პროცესებს ეხებოდა. ვინაიდან მას აქვს დიდი შეხება დასავლელ პარტნიორებთან, [ისინი] რას ხედავენ და როგორ უყურებენ [პროცესებს]. აგრეთვე, დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება ჩვენს აქციებზე. იგივე ხელისუფლების განცხადებებზე და გარკვეულ დეტალებზე. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, დასავლეთი როგორ ქმედებებს აღიქვამს სწორად და ჩვენი მხრიდან რა ქმედებები შეგვანარჩუნებინებს დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია ქვეყანაში ევროპული ცვლილებები შემოვიდეს. შესაბამისად, ისეთი ქმედება, რომელიც ევროპულ იმიჯს ქვეყანას დაუზიანებს, არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს. სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს ყველაფერში მხარს უჭერს. მას რა რესურსიც გააჩნია, იმ რესურსის მხარდაჭერას გვიცხადებს”, - განაცხადა მოძრაობა „დაფიონის” წევრმა, ზვიად ცეცხლაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია