აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თურქეთის რესპუბლიკის გუბერნატორებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში ვიზიტით მყოფ ტრაპიზონის გუბერნატორ აზიზ ილდირიმთან და ართვინის გუბერნატორ ჯენგიზ უნსალთან, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„თურქეთი ინარჩუნებს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისა და ინვესტორის პოზიციას. დაიგეგმა ერთობლივი პროექტების განხორციელება სავაჭრო და სამრეწველო მიმართულებით.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინა ზოიძე, აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე, შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - გრიგოლ ბესელია, ტრაპიზონის ჟანდარმერიის მეთაური გენერალ მაიორი მუსტაფა ერდემი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში რიზა ქაღან ილმაზი ესწრებოდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება