ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით „ქართული ოცნების" ოფისთან და მერიასთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ხელისუფლებამ გაიწვიოს კანონპროექტი და არ დაიღლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.

„ვერ შეგვაშინებენ და არ გავჩერდებით. ვგმობთ ძალადობას, რაც აქტივისტების მისამართით ხორციელდება. შეშინებული რეჟიმი ყველაფერზეა წამსვლელი. ეს კანონპროექტი შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, თუმცა, ახლა არა მხოლოდ კანონპროექტის გაწვევას ვითხოვთ, არამედ რეჟიმის გადადგომას. ვიბრძოლებთ და მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტი იქნება უწყვეტი“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება