„სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრი ამიკო ნატრიაშვილი - იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები, უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს

იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს, - ამის შესახებ აქტივისტმა და „სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ფრთის წევრმა ამიკო ნატრიაშვილმა განაცხადა.

როგორც ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მას რამდენიმე დღეა ავტომობილი დაჰყვება და გარდა ამისა ყოველდღიურად მუქარის შემცველი ზარები მის და მისი ოჯახის წევრების ტელეფონზე ხორციელდება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ერთი და იგივე ტიპის ავტომობილი მე და ჩემს მეგობრებს გვითვალთვალებს ყველგან, სადაც გადავადგილდებით.

პარალელურად არ წყდება ზარები უცხოური ნომრებიდან. იმუქრებიან, რომ იციან სად ვცხოვრობ და თუ არ გავჩერდები მეტად უარესს დამმართებენ ვიდრე სხვებს.

რეკავენ ოჯახის წევრების ნომრებზეც, მათ შორის ბავშვების და ქალების დაშინებასაც არ ერიდებიან.

ჩემი დის სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე დარეკეს, რა დროსაც ტელეფონი ბავშვს ჰქონდა და არ ვაპასუხებინე.

ერთად ვართ ვერ მოგვერევით!” - წერს ამიკო ნატრიაშვილი სოციალურ ქსელში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა