„ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარის“ ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრის თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრა, პრემიერის წარმდგენი სიტყვის დროს პროტესტის ნიშნად დროებით დატოვეს

„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ, „ფორმულას“ ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა და „მთავარის“ ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრა, პრემიერის წარმდგენი სიტყვის დროს პროტესტის ნიშნად დროებით დატოვეს.

როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, შეხვედრაზე მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებისას დაბრუნდებიან.

„რაღაცის თქმა მინდა. ჩვენ ხომ პრესკონფერენციაზე მოგვიწვიეთ? თუ ასეა, რა მიდგომაა ისევ თქვენს მიღწევებზე რომ გველაპარაკებით და რუსულ კანონს რომ პროპაგანდა უნდა გაუწიოთ?, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ, რაზეც ირაკლი კობახიძემ თავის მხრივ უპასუხა, რომ ჟურნალისტის დამოკიდებულება „ქართული არ არის“.

„სამაგიეროდ, თქვენია რუსული. მე, ბატონო ირაკლი, აქ მოვედი იმისთვის, რომ კითხვები დაგისვათ და თუ მათზე პასუხების გაცემა გინდათ, მაშინ ჩვენი კითხვები უნდა მოისმინოთ. თუ მთავრობის სხდომაა, ამას ისედაც ხომ ლაპარაკობთ? კითხვების დასმის დრო როცა მოვა, მაშინ შემოვალ ამ დარბაზში“, - მიმართა ეკა მიშველაძემ პრემიერ-მინისტრს.

ამის შემდეგ, თავიანთი პოზიცია „ფორმულას“ და „მთავარის“ ჟურნალისტებმაც დააფიქსირეს და დარბაზი დატოვეს.

„მიბრძანდით, უზრდელობა დატოვეთ კარებში და შემდეგ მობრძანდით“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება