პრემიერი - 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში

2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე - რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ქვეყანას აქვს ხელშესახები მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაიმე სახის გავლენის გაფართოება კი არსებული ხელისუფლების პირობებში 0%-ია.

„რუსეთისკენ კურსი ეს არის რაღაც სპეკულაციების ერთ-ერთი საგანი. მინდა, შეგახსენოთ ამ კუთხითაც რა არის ჩვენი ხელისუფლების შედეგები. რა იყო წინა ხელისუფლების „მიღწევები" ამ კუთხით და რა შედეგები გვაქვს ჩვენ არსებული ხელისუფლების პირობებში.

მინდა, მარტივად შეგახსენოთ, თუ რა მოხდა 2004-2012 წლებში ამ კუთხით. რუსეთმა გააფართოვა თავისი გავლენა საქართველოში, მათ შორის, ეს გამოიხატა ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით. იცით, რომ უამრავი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციაზე და აღარ გავაგრძელებ. 2004-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა რუსეთის ფედერაციის გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, რეალურად პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში, არ გაგვისხვისებია ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ფედერაციაზე, შესაბამის კომპანიებზე. თუ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში პრორუსული კანდიდატები, პარტიები დაახლოებით 20%-ს იღებდნენ არჩევნებზე, დღეს მათი შედეგი არის 1-2% არაუმეტეს. ჩვენ მოვუგეთ რუსეთის ფედერაციას პრინციპული პროცესები, როგორც ჰააგაში, ასევე სტრასბურგში და მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო სამხედრო აგრესია, ომი, ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ აქტს, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას. ეს არის კონკრეტული შედეგები, ნაბიჯები. წინა ხელისუფლების პირობებში იყო 0 წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით, იყო პირიქით რუსეთის ფედერაციის გავლენების გაფართოება თვისებრივად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე, რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების შედეგებს, გვაქვს თვისებრივი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და 0 პროცენტით რაიმე გავლენის გაფართოება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის შედეგები, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს",- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს