პრემიერი - როცა საზოგადოებას ეცოდინება, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, შესაბამის ორგანიზაციას გაუჭირდება, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, როგორიცაა - რევოლუციური პროცესები, არეულობის შემოტანა ქვეყანაში, ლგბტ პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა, ნარკოტიკების პროპაგანდა

როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ავა პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის გადადგომას ითხოვს კონკრეტული დონორი ორგანიზაცია, რაც დააზღვევს ბევრ რამეს, დააზღვევს მათ შორის დონორს და შეამცირებს ამ ორგანიზაციის ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაშია.

„მაგალითისთვის, რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს - როდესაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ავა პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვს მთავრობის გადადგომას, ყველას ეცოდინება, რომ ამ შემთხვევაში მთავრობის გადადგომას ითხოვს კონკრეტული დონორი ორგანიზაცია, რაც დააზღვევს ბევრ რამეს, დააზღვევს მათ შორის დონორს და შეამცირებს ამ ორგანიზაციის ცდუნებას, ბოროტად ისარგებლოს დონორის თანხებით. ანუ, გამჭვირვალობის პირობებში დონორის თანხებს ვეღარ გამოიყენებს რევოლუციურ პროცესებში ჩასართავად, ან რა მაგალითიც ვახსენე - სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვისთვის. როცა ეცოდინება საზოგადოებას, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებს არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ კონკრეტული დონორი დგას მის უკან, რა თქმა უნდა, ამასაც ექნება სერიოზული დამზღვევი ეფექტი. ანუ გამჭვირვალობა არის სწორედ ამ კუთხით მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას ეცოდინება, თუ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას, შესაბამის ორგანიზაციას უკვე გაუჭირდება, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს - ეს არის რევოლუციური პროცესები, არეულობის შემოტანა ქვეყანაში, ლგბტ პროპაგანდა, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა, ნარკოტიკების პროპაგანდა, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვა. როცა საზოგადოება იქნება ინფორმირებული დაფინანსების წყაროების შესახებ, ამას ექნება სერიოზული დამზღვევი ეფექტი", - აღნიშნა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია