ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად პროგრესის მიღწევა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამისთვის მნიშვნელოვანია ღირსებით მოქმედება და ამიტომ არის ჩვენი დევიზი „ღირსებით ევროპისკენ“

ღირსებით თუ არ ივლი წინ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უკან მოგრჩება ევროპაც და სუვერენიტეტიც, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საკუთარი სახელმწიფოს, სუვერენიტეტის მიმართ თუ იქნება ღირსეული დამოკიდებულება, ნებისმიერი შედეგის მიღწევა შესაძლებელია.

„რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობებს ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. იყო სირთულეები თქვენ გახსოვთ, მაგალითად 2020 წლიდან რაც ვახსენე, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულე ექვემდებარება გადალახვას და როგორც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ასევე გაიხსნება ახლო მომავალში საქართველოსთვის მოლაპარაკებები, მათ შორის ამისთვის არის მნიშვნელოვანი სუვერენიტეტის დაცვა, განმტკიცება. თუ იქნება ღირსეული დამოკიდებულება საკუთარი სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის მიმართ, ამ შემთხვევაში ნებისმიერ შედეგს მიაღწევ. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად პროგრესის მიღწევა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ამ ეტაპზე, როგორც უკვე ითქვა, იგულისხმება პირველ რიგში მოლაპარაკებები გახსნა, ამისთვის მნიშვნელოვანია ღირსებით მოქმედება და ამიტომ არის ჩვენი დევიზი ღირსებით ევროპისკენ, თუ ღირსებით არ ივლი წინ, ამ შემთხვევაში აუცილებლად უკან მოგრჩება ევროპაც და სუვერენიტეტიც, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება