პრემიერ-მინისტრი - გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას და სააკაშვილს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 60%-მდეა, ამიტომ ოპოზიცია რევოლუციას ვერ მოაწყობს

დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია - ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ისევე დაიცავს ქვეყანას რევოლუციისგან, „როგორც ბევრჯერ დაიცვა ბოლო სამი წლის განმავლობაში“.

კობახიძის თქმით, საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და მთავრობა სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შეასრულებს.

„როგორც ბევრჯერ დავიცავით ქვეყანა რევოლუციიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახლაც ასე დავიცავთ. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ აქვს რევოლუციის. თუ საუბარია მაიდანზე, ეს იანუკოვიჩის უკრაინა არ არის. არც 2003 წლის საქართველოა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საქართველოსთან ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას, ჩვენი ინსტიტუტები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. სახელისუფლებო გუნდი ძლიერი და ერთიანია. ასეთ ვითარებაში ვერც ძალადობით და ვერც მსგავსი აქტები რადიკალები ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევენ. ეს არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და ჩვენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შევასრულებთ.

მთავარი ფაქტორი ხალხის მხარდაჭერაა. დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს. ხალხმა მშვიდობის ფასი იცის და აქედანაა განპირობებული ის რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, "კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობენ".

"ხელისუფლების ცვლილებას რაც შეეხება, გპირდებით, რომ კეზერაშვილს, ხაზარაძეს, გვარამიას, სააკაშვილს და სხვებს აქ ამ ქვეყანას არცერთ შემთხვევაში არ დავუთმობთ“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს