ჯეიკ სალივანი - ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით - „ქართული ოცნების“ რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შექმნილია ქვეყნის იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით - „ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია საქართველოს იზოლაციისთვის აშშ-სა და ევროპისგან,- ამის შესახებ განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე, ან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ან გაიტანონ „კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი“.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. საქართველოს პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - ან დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ან გაიტანონ კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონი, რაც წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიულ ღირებულებებთან.

„ქართული ოცნების“ უკანასკნელი პერიოდის რიტორიკა, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და შექმნილია საქართველოს იზოლაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპისგან. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, - განაცხადა სალივანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს