პაველ ჰერჩინსკი - ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება - იმ შემთხვევაში თუ ის მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის

რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ ამ კანონის მიღება მაინც აუცილებელია, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, რომელიც დაეფუძნება ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება. მე მესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, არსებობს საპარლამენტო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საპარლამენტო პროცედურები შესრულდება. ჩვენ ყველა ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას.როგორც აქამდეც არაერთხელ განვაცხადეთ, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტის დამწესებელი, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ საკითხებს. აქედან გამომდინარე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ან ეს კანონი საერთოდ არ მიიღება, ან იმ შემთხვევაში თუ ამ კანონის მიღება აუცილებელია, ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, დაფუძნებული ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებაზე. მაგრამ ამისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ არსებული სახით კანონპროექტის მიღება, რადგან კანონი არსებული სახით არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

კანონები მიიღება საქართველოს პარლამენტის მიერ, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რა კანონები სურთ თავის ქვეყანაში. მაგრამ ჩემი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის შედეგებზე საუბარი - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს არსებული ფორმით და ევროკავშირი მზად არის დახმარებისთვის, იმდენად რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ კვლავ, საქართველოს კანონების მიღება წყდება საქართველოს პარლამენტში, ქართველი პოლიტიკური პარტიების მიერ და სხვა არავის მიერ. გადაწყვეტილებად სრულად არის ქართველი პოლიტიკოსების ხელში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის