ევროკავშირის ელჩი ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც მას შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ - როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი და ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს

როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი და ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს, - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეაფასებდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს პარტია „ახალის“ ლიდერის ნიკა გვარამიას მონაწილეობით, სადაც ის ევროკავშირის ელჩს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს.

ელჩის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ მაქვს. როგორც მესმის, ეს არის გაჟონილი საიდუმლო ჩანაწერი და ამ საკითხთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ჰერჩინკიმ.

ცნობისთვის, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ოპოზიციონერი ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით რამდენიმე ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელთაგან ერთ-ერთში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იყო მოხსენიებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება