კახა კალაძე - ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დამსწრე საზოგადოებას, მეგობარ ქვეყნებსა და საქართველოს მოსახლეობას, „ევროპის დღე“ მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, საქართველო თავისი თვითშეგნებითა და ღირებულებებით ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და რაც შეიძლება მალე გახდება ევროპული ოჯახის წევრი.

„მინდა, დღევანდელი დღე მოგილოცოთ. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“! - ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. თითოეული ქართველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, ამ სიტყვების შინაარსი არის მნიშვნელოვანი. თავისი თვითშეგნებით, თავისი ღირებულებებით, საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე გვხვდება ძალიან ბევრი წინაღობა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღირსეულად ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია.

ბატონმა ელჩმა ბრძანა, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ამ გზაზეო, რისთვისაც მე მინდა მას მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ იყოს მხარდაჭერა. მე მახსოვს, ერთი წლის წინ ზუსტად აქ ვიყავით შეკრებილი და მაშინ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ამას არ ჰქონდა ახსნა. იმიტომ, რომ ყველა იმ ქვეყანაზე გაცილებით წინ ვიყავით, ვისაც მაშინ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველო დაიჩაგრა. ეს დამოკიდებულება და ამგვარი ქმედებები, რა თქმა უნდა, იწვევს გაღიზიანებას ქართველ ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი ხელისუფლება იქნება ის გუნდი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება.

„ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ გამოცდილა საქართველო ამ ყველაფერში. ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს და ჩვენს გუნდს. აქვე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ვულოცავ მეგობარ ქვეყნებს და მინდა, ყველას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება