ვასო ურუშაძე - პლაკატები ჩემი სახლის კედელზეც გაუკრავთ - ალბათ, არ იციან ეკლესიას რომ ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული

ალბათ, არ იციან, რომ ეკლესიას ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე აცხადებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, შეურაცხმყოფელი წარწერები მის საცხოვრებელ სახლთანაც გააკეთეს.

„წარწერები ჩემი სახლის კედელზე - ალბათ, არ იციან ეკლესიას რომ ვაშენებ და სხვა საეკლესიო საქმიანობითაც ვარ დაკავებული. პლაკატებიც გაუკრავთ, უბრალოდ ვერ ვნახე, მეზობლებს ჩამოუხევიათ. ასე გამოიყურება სასოწარკვეთილი ხელისუფლების ბოლო ჟამი.

მალე გავიმარჯვებთ, მტრების ჯინაზე! ქვეყანასაც ავაშენებთ და ეკლესია-მონასტრებსაც ევროპულ, ქრისტიანულ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად”, - აცხადებს ვასო ურუშაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება