ირაკლი შატაკიშვილი - საზოგადოება იმ რეალობის წინაშე დადგა, რომ ქორწინების განმარტების დაკონკრეტება და კონსტიტუციური გარანტიის შექმნა გახდა საჭირო - მნიშვნელოვანია, შვილები ლგბტ პროპაგანდისგან და მსგავსი საკითხების რომანტიზებისგან დავიცვათ

საზოგადოების დაკვეთა და ხელისუფლების ფუნქცია და მიზანია, ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და სამართლებრივი სისტემა შექმნას, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა საფრთხისგან დაიცავს. მოხარული ვარ, რომ იმ კომისიის წევრი ვარ, რომელიც ზუსტად ასეთი საფრთხეებისგან დაიცავს ჩვენს შვილებს, საზოგადოებას, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი შატაკიშვილმა რუსთავში, კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისივე თმით, ქართველებში ერთგვარი შეთანხმება და თავისთავადი მოცემულობაა, რომ ქორწინებას დამატებითი განმარტებები არ სჭირდება, რადგან ქალისა და მამაკაცის ერთობა სწორედ ოჯახია, მაგრამ რამდენიმე წლის წინ საზოგადოება იმ რეალობის წინაშე დადგა, რომ ამის დაკონკრეტება და კონსტიტუციური გარანტიის შექმნა გახდა საჭირო.

„ჩვენ სამართლებრივ სისტემაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და უფლებაუნარიანობის და ქმედითუნარიანობის შემდეგ, გამოხატვის თავისუფლება რა თქმა უნდა, დაცულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შვილები ლგბტ პროპაგანდისგან და მსგავსი საკითხების რომანტიზებისგან დავიცვათ. ამ საკანონმდებლო ცვლილებას მხარდაჭერა ესაჭიროება და ჩვენი საზოგადოების დიდი იმედი მაქვს“, - აღნიშნა ირაკლი შატაკიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება