ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი - საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა, ეს აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია, მიუხედავად მცირე დაბრკოლებებისა, რომლებსაც ახლა ვხედავთ

საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა, ისწრაფვის ცხოვრების მაღალი სტანდარტებისკენ, მშვიდობიანი, კეთილდღეობის მქონე საზოგადოებისა და სუფთა გარემოსკენ, მოგზაურობის შესაძლებლობისა და გამოხატვის თავისუფლებისკენ და ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია, მიუხედავად მცირე დაბრკოლებებისა, რომლებსაც ახლა ვხედავთ, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა სტივენ ბლოკმანსმა საქართველოში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეძლოს კურსის შენარჩუნება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

„საქართველო ამ ვითარებაში აქამდეც ყოფილა, კანონი გაწვეულ იქნა და შემდეგ კვლავ დაბრუნებული მაღალი დონის წინააღმდეგობით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევა უფრო დიდხანს გრძელდება, მიმართულება მაინც აბსოლუტურად ცხადია - საქართველოს მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა, ისწრაფვის ცხოვრების მაღალი სტანდარტებისკენ, მშვიდობიანი, კეთილდღეობის მქონე საზოგადოებისა სუფთა გარემოსკენ, მოგზაურობის შესაძლებლობისა და გამოხატვის თავისუფლებისკენ და ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად მიღწევადი მიზანია, მიუხედავად მცირე დაბრკოლებებისა, რომლებსაც ახლა ვხედავთ. რა თქმა უნდა, ამის დაძლევა აუცილებელია და მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელსაც, როგორც ჩანს, ახლა ეკისრება პასუხისმგებლობა, მოძებნოს ძალა, რომ გააქარწყლოს ხელისუფლების ასეთი ქმედებები, შეინარჩუნოს კურსი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით“, - განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება