ირაკლი ღარიბაშვილი -  უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის

ჩემი პირადი აზრია, არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, ამას მე, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტია ადამიანი, ყველა შემთხვევაში, აგენტობა ღალატია.

ღარიბაშვილის თქმითვე, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე.

„მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის - მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. მეგობრების აგენტობა შეიძლება? მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ მიუღებელია საერთოდ. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხომ კატასტროფაა? ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი - ეს არის ქართული, საქართველოს ინტერესი. ჩემი რჩევა იქნება, რომ იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება