ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა

ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დროულია და ბოლომდე უნდა მივიდეს.

„2014 წელს, როდესაც მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც 2-3 წელში ჩვენმა გუნდმა შეიტანა კონსტიტუციაში - განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მაშინ ბევრისთვის გაუგებარი იყო ეს, ეგონათ, რომ პოპულიზმი იყო. მაგრამ ნახეთ, ძალიან მალე რა მოხდა - დღეს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25-ში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანი ქორწინება. ე.ი. მაშინ საჭირო ყოფილა ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში შევიტანეთ. ანალოგიურად, დღეს ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, რომელიც ევროპაში, ამერიკაში ხდება, რომ ეს ყველაფერი არ არის კარგის მომტანი. ეს არის აღვირახსნილი კამპანია. საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან გოგოს ან ბიჭს, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო. მშობლების თანხმობის გარეშე. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ, ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება გაფრთხილება, ჩაკეტვა. ამიტომაა აუცილებელი და დროული ეს ინიციატივა და სჭირდება ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო