ნინო წილოსანი - კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ - „ნაცზე“ უფრო ამორალური ალბათ, არავინ და არაფერი არსებობს

„ნაცი“ უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა - უჩასმაგვარებმა და მისმა “გამპრავებლებმა! - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის საქმეს ეხმიანება.

წილოსანი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ.

„ნაცი“ უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი! არ გაბედოთ ქალების თემაზე მორალის წაკითხვა - უჩასმაგვარებმა და მისმა „გამპრავებლებმა”! კასრების კადრებიდან უჩას პორნოგრაფიებამდე მივიდნენ, ოღონდ თავისივე ხალხი დააშანტაჟონ. ვინ გავალებთ ან რას გიხდიან ამისთანას?! და რეაქციები? შსს დაგვემუქრა, კადრებს გამოგიქვეყნებთო - ეს მართლა ამაზრზენი ხალხი, რას კადრულობენ! „ნაცზე“ უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს. დამნაშავეების და უგარყვნილესი არსებების თავშესაფარია მართლა“, - წერს წილოსანი Facebook-ზე.

ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება