გრეტა წიწავა - ერთი საქმით რომ ხარ ცნობილი და სინამდვილეში სულ სხვა, შავ საქმეს ეწევი, სწორედ მაგათ არ უნდათ გამჭვირვალობა და არეულობას ლობირებენ შინ და გარეთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც აღინიშნა, რომ ბლოგერ უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ახორციელებდნენ.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ადრე თუ ცნობილი იყო „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“.

„ერთი საქმით რომ ხარ ცნობილი და სინამდვილეში სულ სხვა, შავ საქმეს ეწევი, სწორედ მაგათ არ უნდათ გამჭვირვალობა და არეულობას ლობირებენ შინ და გარეთ... შსს ბრიფინგი იყო შოკი -ადრე ხომ ვიცოდით ამაზრზენი "ნაცების კასრები"... ახლა დაემატა „პირადი კასრები”, - წერს გრეტა წიწავა.

ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება