„ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა

„ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ახალი მარნების წარმოჩენა, ღვინის ტურიზმისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.

„ფესტივალში 200-მდე დიდი, საშუალო და მცირე მწარმოებელი მონაწილეობდა; მათ სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2023 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს.

ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ფესტივალზე წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო.

„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორც გასულ წლებში, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერია. მეღვინეობის დარგისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიებით ახორციელებს. ფესტივალი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის სომელიეებს, ექსპერტებსა და იმპორტიორებს მასპინძლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესტივალის ფარგლებში, მცირე და საშუალო მარნებს საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს გააცნონ “, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მთაწმინდის პარკში გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Marq Energie Consulting’’ ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები ესწრებიან.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან ტარდება და მისი მასშტაბი ყოველ წელს იზრდება. ტრადიციულად, ფესტივალს, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და ღვინის მწერლები სტუმრობენ, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოდიან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო