ქეთევან თურაზაშვილი - დღეს საქართველოს ჰყავს ძალაუფლებას დახარბებული, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც უნდა წავიდეს! - ხელისუფლება მოძალადე რეჟიმად გადაიქცა

დღეს საქართველოს ჰყავს ძალაუფლებას დახარბებული, უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც უნდა წავიდეს! - ამის შესახებ პარტია ,,მოქალაქეების" ერთ–ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს აგონიაშია და შეიძლება არჩევნებამდეც ვერ მიაღწიოს.

„დღევანდელი ხელისუფლება ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს, მათ შორის უიარაღო ახალგაზრდებს, სიფრიფანა გოგონებს და შშმ პირიც კი არ დაინდო. ადამიანებს სახლებში უვარდებიან, ადვოკატებს საქმიანობაში ხელს უშლიან, ასობით მოქალაქეს უკანონოდ ჩხრეკენ, საზოგადოებას აპირისპირებენ.

ეს ბოროტი ბრიყვები, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ დაპირისპირების მართვა არ იციან და ამის გამო არჩევნებამდეც შეიძლება ვერ მიაღწიონ.

ჩვენი ხელისუფლება მოძალადე რეჟიმად გადაიქცა. ვხედავთ, როგორ უსწორდებიან აქციის მონაწილეებს წარმოუდგენელი, მხეცური მეთოდებით... უკვე აღარაფერზე იხევენ უკან. ვფიქრობ, როცა ხელისუფლება მოძალადე ხდება, ის უკვე აგონიაშია, შეცდომას შეცდომაზე უშვებს - ეს შეცდომები მათთვის იქნება საბედისწერო.

უნდა გავაგრძელოთ მშვიდი და მასშტაბური პროტესტი, რათა ვაჩვენოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ჩვენი ერთობა და სურვილი გავხდეთ ევროპის ნაწილი. 9 მაისს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ევროპის დღე იზეიმეს, მე იმედს გამოვთქვამ, რომ სულ მალე ამ დიდ ოჯახში გაწევრიანებას ჩვენც ვიზეიმებთ და ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები გავხდებით.

მანამდე კი, მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, დღეს საღამოს ყველა ერთად დავდგეთ აქციაზე, დაურეკეთ ნაცნობებს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და წამოიყვანეთ, მთავარია ვიყოთ ბევრნი და ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა", - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება