ბათუმში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ

„მშობლები შვილების ევროპის მომავლისთვის, ჩვენ ვირჩევთ ევროპას“, - ამ ლოზუნგით ბათუმში ცენტრალურ პარკში მოქალაქეები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მათი განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ „რუსული კანონის“ მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს აშორებს.

„აჭარა ირჩევს ევროპას, არა რუსულ კანონს. ევროპა ერთობა სიყვარული და უსაფრთხოებაა ჩვენი მიზანი. მიუხედავად წვიმისა და სიცივისა ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტთ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონპროექტი უკან გაიწვიოს”,- ამბობენ შეკრებილები აქციაზე.

პერიოდულად ისმის შეძახილები „არა რუსულ კანონს“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება