დავით მათიკაშვილი - ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, თუმცა ნუ მოახდენს ამის პროპაგანდირებას, ნუ შეიტანს საგანმანათლებლო სისტემაში, ნუ აიძულებს ჩვენს შვილებს, რომ ეს რაღაც ტრენდი მოდური გახდეს

ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, თუმცა ნუ მოახდენს ამ ცხოვრების წესის სხვაზე თავსმოხვევას და პროპაგანდირებას, ნუ შეიტანს ამას საგანმანათლებლო სისტემაში, ნუ აიძულებს ჩვენს შვილებს და არასრულწლოვანებს, რომ ეს რაღაც ტრენდი, მოგონილი და მოფიქრებული სადღაც, გახდეს თითქოს მოდური, ცხოვრების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე თელავში განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხორციელება ოჯახური ღირებულებების, არასრულწლოვანთა დაცვის კუთხით ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც „მამულის, ენის და სარწმუნოების" დაცვა, რადგან ამ ღირებულებებზე დგას ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში და ამ ღირებულებებით აპირებს მომავალში სვლას.

„სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პრობლემატიკა და გამოწვევა იდგა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. წლების წინ ეს თემა შეიძლება ღიმილის მომგვრელი ყოფილიყო და ყველას გვეთქვა, რომ ეს ასე არ არის და რად გვინდა ამის კონსტიტუციაში შეტანა. აღმოჩნდა, რომ საჭიროა ქვეყნის ძირითად კანონში ისეთი სიმტკიცეების შექმნა, რომელიც შემდგომში უკვე ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახებს დაიცავს ისეთი პროპაგანდისგან, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოგვიტანოს და მოუტანოს ჩვენს შთამომავლობას. ბევრი მოცემულობით ჩანს, ამ პროპაგანდის მოზღვავება და მისგან თავის დაცვის აუცილებლობა. მაგალითები იმასაც მეტყველებენ, რომ თემატიკა არ არის მხოლოდ ქართული, მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც დღეს ჩვენ, ვეძებთ გზებს თუ როგორ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ამ მოზღვავებული პროპაგანდისგან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდას.

„ჩვენ ვართ ტოლერანტი, შემწყნარებელი ერი. ვიცით როგორ და რა სახით ხდება ურთიერთცხოვრება, თანაცხოვრება საზოგადოებაში იმ ხალხთან, ვისაც შესაძლებელია აბსოლუტურად განსხვავებული ორიენტაცია აქვს, მაგრამ როგორც უმცირესობაა დაცული საქართველოში, თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით და საქართველოს კონსტიტუციით, ასევე უმრავლესობაც, ყველა ჩვენგანი ვიმსახურებთ იმას, რომ იმ პროპაგანდის მოზღვავებისგან დაცული ვიყოთ, რომელიც სამწუხარო შედეგებს უქმნის ჩვენს შვილებს, ჩვენს ოჯახებს და არასრულწლოვანებს. ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს, თუმცა ნუ მოახდენს ამ ცხოვრების წესის სხვაზე თავს მოხვევას და პროპაგანდირებას“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომლის განცხადებასაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება