ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ცვლილებებზე - როცა ვსაუბრობთ პროპაგანდის აკრძალვაზე, საუბარია იმაზე, რომ ეს არ უნდა გახდეს ქცევის ნიმუში, რადგან იწვევს ადამიანის მენტალურ და ფიზიო-ბიოლოგიურ დონეზე დეგრადირებას

მთავარია იმის დანახვა, რამდენად საჭირბოროტოა საკითხი, რაზეც კონსტიტუციურ კანონპროექტშია საუბარი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომელიც თელავში გაიმართა.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ევროპის განვითარებული სახელმწიფოები დემოგრაფიული კვდომის პროცესში არიან და განგაშის ზარი აქვთ შემოკრული.

„როცა ვსაუბრობთ პროპაგანდის შეზღუდვასა და აკრძალვაზე, საუბარია იმაზე, რომ ეს არ უნდა გახდეს ქცევის ნიმუში, რადგან იწვევს ფიზიო-ბიოლოგიურ დონეზეც ადამიანის დეგრადირებას და მენტალურ დეგრადირებასაც. ამიტომ დღეს ევროპა ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობს იმაზე,რომ რაღაცნაირად ამ პრობლემას უნდა მოევლოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება