თენგიზ შარმანაშვილი - აზრად არავის მოსვლია, რომ მეუღლე შეიძლება ყოფილიყო ქალისა და კაცის გარდა სხვა რამ - 2017 წლის ცვლილებების შემდეგ გვეგონა, რომ საფრთხე ზურგს უკან იყო, მაგრამ ახალი საფრთხეები გაჩნდა

ყველა ადამიანი თავისუფალია, თუმცა არავის მივცემთ პროპაგანდის საშუალებას არასრულწლოვანებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიფიქროთ გზები, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი არასრულწლოვანები ამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ისეთი პროპაგანდისაგან, რომელმაც საზოგადოება შეიძლება დეგრადირებამდე მიიყვანოს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა თელავში განაცხადა, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.

მისი თქმით, „ფსევდოლიბერალური მიმართულების განვითარებას ზოგჯერ გონებაც კი ვერ ეწევა“.

„ასეთი ტენდენციების გააზრებაც კი ძნელია. ადამიანის უფლებები არაფერ შუაშია. აქ საუბარია პროპაგანდაზე. ამ ტიპის აღვირახსნილმა, უკონტროლო პროპაგანდამ მიიყვანა ევროპა იმ დონემდე, რომ ასეთი გაურკვეველი რაოდენობის ადამიანები მკვეთრად იზრდება. როდესაც ბავშვს, საბავშვო ბაღის ასაკიდან უჩიჩინებ ამ თემებს, როდესაც აჩვევ, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ბავშვს ეუბნები, რომ შენ ხარ ბავშვი და არა ბიჭი ან გოგო და როცა გაიზრდები მერე გადაწყვიტე ვინ იქნები - ეს უკვალოდ ვერ ჩაივლის ამ საზოგადოებაში. ჩვენ სწორედ ამისგან დაცვაზე ვსაუბრობთ, ასეთი მოვლენებისგან თავის დაცვაზე ვლაპარაკობთ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. ამასთან, დაუშვებელია ადამიანების დევნა რაღაც შეხედულებების ან ცხოვრების წესის გამო, თუმცა, დაუშვებელი უნდა იყოს ამ თემის პროპაგანდა.

„1995 წელს, როდესაც კონსტიტუციას იღებდა საქართველო, ოჯახის რეგულირების ნაწილში იწერებოდა, რომ ეს არის მეუღლეთა ერთობლიობა. არავის აზრად არ მოსვლია, რომ მეუღლე შეიძლება ყოფილიყო ქალისა და კაცის გარდა სხვა რამ. მაგრამ ცოტა ხანი გავიდა. მსოფლიო ტენდენციები იმ მიმართულებით განვითარდა, რომელსაც ვერავინ ივარაუდებდა მაშინ და ჩვენც, 2017 წელს მოგვიწია „ ქალისა და კაცის" ჩაწერა. ჩვენ გვეგონა, რომ საფრთხე ზურგს უკან იყო და საშიშროება აღარ გველოდა, თუმცა 2017 წლიდან დღემდე ცოტა ხანი გავიდა და გაჩნდა ახალი საფრთხეები. წავიდა პროპაგანდა იმისა, რომ ეს არა ბიოლოგიური, არამედ არჩევანის საკითხია. სწორედ ამის დაკონკრეტება გვიწევს ახლა ამ კანონპროექტში, სადაც ჩვენ უკვე გვიწერია „გენეტიკურად ქალი" და „გენეტიკურად მამაკაცი", - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარლამენტის პრესსამასახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო