მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყნის რუსიფიცირება გადაწყვიტა - პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე კანონი პარლამენტიდან გატანილი არ იქნება

ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანად იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს კანონი გამოიტანოს და არჩევნებზე გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, საიდანაც რამდენიმე წუთში, ევროპის მოედნის მიმართულებით "ევროპის მარში" უნდა მოეწყოს.

როგორც ხაზარაძე განმარტავს, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი რუსულია.

"დღევანდელი დღე არის ისეთი, როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ და იმ დღიდან დაწყებული, როცა "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ქვეყნის რუსიფიცირება გადაწყვიტა. ეს კანონი პირდაპირ რუსული კანონია, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს კანონი არ იქნება პარლამენტიდან გატანილი, ვინაიდან არც ერთი ადამიანი, ვისაც ელემენტარულად ესმის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასი, სად უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა, რომ სტაბილური მშვიდობა, ეკონომიკა იყოს დაცული, კარგი ხელფასები, კარგი პენსიები იყოს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ევროპაა. ეს ბრძოლა გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობიანად იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეს კანონი გამოიტანოს და არჩევნებზე გავისტუმროთ ხელისუფლებიდან", - განაცხადა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს