რატი იონათამიშვილი - „ნაცმოძრაობა“ ისევ „კასრის სინდრომით“ რომ მოქმედებს, ცხადია - განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რატი იონათამიშვილი შსს-ში გამართული ბრიფინგის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ ეს უბინძურესი დანაშაული დაგმონ და გაემიჯნონ, გამოძიებას ესხმიან თავს და ბრალდებულებს ამართლებენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ “კასრის სინდრომით” რომ მოქმედებს, ეს ცხადია.

იონათამიშვილის შეფასებით, „განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს. ეს არის მათი ზნეც და სახეც“.

„ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ ბრალდებით არის დაკავებული უ.ა. მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად. მაგრამ ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე. საქმის მიხედვით, ამოღებულია ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია (!), არსებობს უამრავი მასალა და მტკიცებულებები, საკონტაქტო მონაცემები ჰქონდათ განთავსებული სექსუალური მომსახურების ვებ-გვერდზე და ეს ამორალური ხალხი კიდე გამოდის და იმის ნაცვლად, რომ ეს უბინძურესი დანაშაული დაგმოს და გაემიჯნოს, მაინც გამოძიებას ესხმიან თავს და ბრალდებულებს ამართლებენ! ამ ხალხს, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, იმ ასეულობით დაზარალებულს უარესს დამართებდნენ. ცხადია, ყველა დეტალს გამოძიება და სასამართლო დაადგენს და არაფერი დაიმალება, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ ისევ “კასრის სინდრომით” რომ მოქმედებს, ეს ცხადია. განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს. ეს არის მათი ზნეც და სახეც და საერთოდ, რომელ ევროპაზე და ევროპულობაზე გველაპარაკებიან ეს ფსიქოლოგიური ტერორისტები?“ - წერს რატი იონათამიშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს