გიგი წერეთელი - სრულიად ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაქცია, საქებარი განცხადებები მხოლოდ კრემლის იდეოლოგებისგან ისმის

სრულიად ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაქცია, საქებარი განცხადებები მხოლოდ კრემლის იდეოლოგებისგან ისმის, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესის 29 წევრის წერილს გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, აშშ-ს კონგრესმენების მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე ვითარებამდე მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.

„ეს ყველაფერი არის მმართველი პარტიის პოლიტიკის შედეგი. ე.წ რუსული კანონის თავსმოხვევის, ოპონენტებისა და მშვიდობიან პროტესტში მონაწილეების მიმართ ძალადობის. ამ ვითარებას მხარს არ უჭერს და არ ეგუება, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი და სრულიად ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაქცია.

ერთადერთი, ვისგანაც ისმის მოწონება და საქებარი განცხადებები, მხოლოდ კრემლის იდეოლოგები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება