თბილისის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო

დედაქალაქის სამი ლოკაციიდან დაძრული „ევროპის მარშის“ მონაწილეები ევროპის მოედანზე მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.

მსვლელობით მისულ აქციის მონაწილეებს ევროპის მოედანზე მყოფები ტაშით შეხვდნენ. გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე გაშლილი აქვთ ბანერები წარწერებით: „ძალა ერთობაშია, ძალა ევროპაშია“; კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“.

ევროპის მოედანზე სცენაა დამონტაჟებული, სადაც მალე სიტყვით გამოსვლები დაიწყება.

აქციის მთავარ ლოკაციამდე პროტესტის მონაწილეებმა მარში მოაწყვეს მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან, სადაც აქციის მონაწილეებს მანამდე, ასევე მარშით შეუერთდნენ „ექსპო ჯორჯიასთან“ შეკრებილები.

მოგვიანებით, მარშის მონაწილეები, სხვადასხვა ლოკაციიდან ბარათაშვილის ხიდზე შეერთდნენ და მსვლელობით გაემართნენ ევროპის მოედნამდე. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე წუთით შეჩერდნენ, რა დროსაც სკანდირებდნენ - „რუსებო!“, „მონებო!“.

მსვლელობისას თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება