მირიამ ლექსმანი კახა კალაძეს - შენი მოკავშირეების გაიგივება მათთან, ვინც საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახდენს, ყველაფერს ამბობს „ქართულ ოცნებასა“ და რუსულ კანონზე, რაც საჭიროა იცოდე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მმართველ პარტიას ქვეყანაში ამერიკული, ევროპული და რუსული გავლენის შემცირება სურს.

„შენი მოკავშირეების გაიგივება მათთან, ვინც საქართველოს 20%-ის ოკუპაციას ახდენს, ყველაფერს ამბობს „ქართულ ოცნებასა“ და რუსულ კანონზე, რაც საჭიროა იცოდე, - წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ყველა უცხოური სახელმწიფოს გავლენის შემცირება არის მნიშვნელოვანი“.

„ხომ შეიძლება ერთი ვიღაცა დალოცვილი გამოჩნდეს და თქვას ერთი არგუმენტი მაინც, რატომ არის აღნიშნული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ცუდი, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს ასეთი არგუმენტი. ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. ჩვენ რამე ხომ არ მოგვიგონებია კაცო! პირდაპირ გამოვედით და ვთქვით: აღნიშნულ კანონპროექტს ვიღებთ იმისთვის, რომ უცხოური გავლენა ჩვენს ქვეყანაზე შევამციროთ, ამაში შედის: დასავლეთიც, ამერიკაც, რუსეთიც. ყველა უცხოური სახელმწიფოს გავლენის შემცირება არის მნიშვნელოვანი. ჩვენი სუვერენიტეტი უნდა გაძლიერდეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობა უნდა გაძლიერდეს, ამას ღიად და გამჭვირვალედ ვამბობთ, არაფერი დასამალი არა გვაქვს“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება