რატი ამაღლობელი - ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ საქართველოს, ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ - დავენახოთ მსოფლიოს!

ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე, - ამის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პირველი მარში 9 აპრილს ჩატარდა და ქართველმა ხალხმა გამარჯვება 26 მაისს უნდა იზეიმოს.

“გაგიმარჯოს საქართველო! დღეს საქართველო ყველა მიმართულებიდან დაიძრა, მტკვარს, სამას არაგველს გამოუყვა, მარცხენა და მარჯვენა გააერთიანა. ჩვენი მოძრაობა 9 აპრილს დაიწყო. ახლაც, პირველი მარში 9 აპრილს იყო. ჩვენ 26 მაისს უნდა გავიმარჯვოთ და ეს დღე ერთად უნდა ვიზეიმოთ. გაუმარჯოს ჩვენს გზას 9 აპრილიდან 26 მაისამდე. გამოვიარეთ რუსთაველი, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო და საქართველოს ისტორიის გულში მოვედით. ჩვენი გული ფეთქავს! ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე. ადამიანებო, რომლებიც ერთმანეთს საქართველოს სიყვარულით იცნობთ, ერთმანეთს ხელები მოკიდებთ და მაღლა აწიეთ. ეს არის საქართველო - თავისუფალი, ლაღი, მოძრავი, შეუჩერებელი! ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ ხვალ. დავენახოთ მსოფლიოს!”, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება