ლაშა ბუღაძე - ხვალ, ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე, პარლამენტის წინ ჩვენ უნდა ჩავხედოთ 83 დეპუტატს თვალებში! - რაც ბევრი ვიქნებით და არ დავიღლებით, უფრო მალე გაიტანენ უკან რუსულ კანონს

უნდა ჩავხედოთ ამ 83 დეპუტატს თვალებში! არ უნდა მიიღონ რუსული კანონი, ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ. ხვალ საღამოს, 22:00 საათიდან შევიკრიბოთ ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე, პარლამენტის წინ! - ამის შესახებ მწერალმა, ლაშა ბუღაძემ ევროპის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო ბევრი ვიქნებით და არ დავიღლებით, უფრო მალე გაიტანენ უკან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს.

“ეს დღეები, დღევანდელი დღეც, ხვალინდელი და შემდგომი დღეები საქართველოს ისტორიისთვის არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი. დღეს აქ ვართ ევროპის მოედანზე, ზევიდან დაგვცქერის ვახტანგ გორგასალი, აქ ჰყავდათ ჩვენი წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია დაპატიმრებული “ბოლშევიკებს”. საქართველოს ბედი გადაწყვეტილია, ის იქნება დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი! ამიტომ, მეგობრებო, დღევანდელი ზეიმი გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებასაც. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე. ზეგ, ორშაბათს, “ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა 09:00 საათზე. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83 დეპუტატს თვალებში! არ უნდა მიიღონ რუსული კანონი, ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ. ხვალ საღამოს, 22:00 საათიდან შევიკრიბოთ ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე პარლამენტის წინ! გავათენოთ საქართველოსთვის! რაც ბევრი ვიქნებით და არ დავიღლებით, უფრო მალე გაიტანენ უკან რუსულ კანონს. მთელი მსოფლიო, ცივილიზაცია ჩვენ შემოგვცქერის. თბილისია ევროპის დედაქალაქია”, - აღნიშნა ბუღაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება