დეკანოზი გიორგი მამალაძე - მივმართავ ხელისუფლებას და მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი, რათა საქართველოს გმირებს არ დაეკარგოთ ის ღვაწლი, რაც აქამდე გასწიეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის

მივმართავ ხელისუფლებას და მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი, რათა საქართველოს გმირებს არ დაეკარგოთ ის ღვაწლი, რაც აქამდე გასწიეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის, - ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

დეკანოზის განცხადებით, დღეს მთელი საქართველო განაწყენებულია, რადგან ახლა საქართველოს მომავალი წყდება.

„ჩემი ექიმების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც ჩამოვედი იმიტომ, რომ ახლა, ამ წუთას მთავარი ჯანმრთელობა არ არის. ახლა საქართველოს მომავალი წყდება. პავლე მოციქული ამბობს, ნუ გაანაწყენებთ შვილებს. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ შვილები, არამედ თითქმის მთელი საქართველო განაწყენებულია.

მივმართავ ხელისუფლებას და მოვუწოდებ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიონ ეს კანონი, რათა საქართველოს გმირებს არ დაეკარგოთ ის ღვაწლი, რაც აქამდე გასწიეს ჩვენი ევროპული მომავლისთვის

იქ, სადაც სიყვარულია, დამარცხება არ არსებობს. აქ სიყვარულია, ამიტომ ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენს ქართულ სულს ვერავინ ვერასდროს ვერ დაამარცხებს მით უმეტეს მაშინ, როცა სიყვარულის წინააღმდეგ იბრძვის ბოღმა“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს