მიხეილ სარჯველაძე - ლუქსემბურგის და სტრასბურგის სასამართლოები ამბობენ, რომ საზოგადოებას უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში მოქმედი NGO-ების დაფინანსების შესახებ - ამ უფლების აყრისთვის იბრძვის ეს ხალხი?!

ლუქსემბურგის სასამართლოც, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი მართლმსაჯულების ინსტიტუციაა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც ამბობს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში მოქმედი NGO-ების დაფინანსების შესახებ. ამის შემდეგ, უბრალოდ რიტორიკულად დასვას კითხვა აქციაზე მდგომმა თითოეულმა ადამიანმა - რისთვის იბრძვიან? ის რაც ლუქსემბურგის და სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საზოგადოების უფლებაა, ამ უფლების აყრისთვის იბრძვის ეს ხალხი?! - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, მსგავს თემასთან დაკავშირებით მსჯელობისას როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ისე უნგრეთის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ლუქსემბურგის, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებებში ძალიან ნათლად, მკაფიოდ და არაორაზროვნადაა ნათქვამი, რომ ნებისმიერი ქვეყნის საზოგადოება, უფლებამოსილია ფლობდეს ინფორმაციას მის ქვეყანაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის შესახებ.

„ამიტომაა ზუსტად რომ ამერიკელებს, ბრიტანელებს, გინდაც ფრანგებს, კანადელებს, ყველას უნდა, რა თქმა უნდა, რომ ჰქონდეს მსგავსი კანონპროექტი. საქართველოში კი ბრძოლა მიდის, ხელისუფლებას ეკამათებიან იმის გამო, რომ ის რაც აღიარებულია, ის, რაც საზოგადოების უფლებაა, არ ჰქონდეს ქართველ ხალხს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი